კორონავირუსი

შს მინისტრის მოადგილე: თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტები ყოველდღიურად ხდება

reginfo

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტები ყოველდღიურად ხდება და ბოლო 24 საათის განმავლობაში 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

"ძალიან სამწუხაროა, იქიდან გამომდინარე, რომ ის პირები ვინც არღვევენ აღნიშნულ წესებს, საფრთხეს უქმნიან არამხოლოდ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს, საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა გააცნობიეროს ის სამოქალაქო პასუხიმგებლობა, რაც გვაკისრია ამ პროცესში"- თქვა ცაციაშვილმა ტვ პირველის ეთერში და აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის თანამშრომლებთან ერთად შსს თვითიზოლაციაში მყოფი პირების მკაცრ მონიტორინგს ახორციელებს.

შსს-ს ცნობით, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 55 ადამიანია გადაყვანილი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები