კორონავირუსი

კორონავირუსის გამო, საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტებზე სეზონი დროზე ადრე იხურება

Gudauri Travel

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო, დროზე ადრე იხურება საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტები. 

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მას დავალება უკვე გაცემული აქვს.

"ამ წუთებში საბაგიროების მუშაობა შეწყდება, მოხდება კონსერვაცია, მოხდება ტექნიკის დასაწყობება. კურორტები წყვეტენ მუშაობას და ეს არის სწორი და აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯი კორონავირუსის პრევენციისთვის" - აღნიშნა თურნავამ.

ასევე, მთავრობა რეკომენდაციას აძლევს ბარ-რესტორნებს, შეზღუდონ მომსახურება და ე.წ გატანის სერვისებზე იმუშაონ.

გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ 18 მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვარი ორი კვირით ჩაიკეტოს.

საქართველოში კორონავირუსი 33 ადამიანს აქვს დადასტურებული. გარდა ამისა, ჩეხეთსა და სლოვაკეთში უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს გამოუვლინდათ კორონავირუსი, რომლებიც 4-9 მარტს გუდაურში ისვენებდნენ. 

კომენტარები