კორონავირუსი

დონალდ ტრამპმა კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა

ABC News

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა

ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტესტი პარასკევ საღამოს გაიკეთა და არ იცის, როდის მიიღებს პასუხს. 

ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს პრესსპიკერს, რომელიც ბოლსონაროსთან ერტად აშშ-ში დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა ბრაზილიის პრეზიდენტმაც. ტესტი, მისი თქმით, უარყოფითია.  

მას შემდეგ, რაც ბოლსონაროს პრესსპიკერს კორონავირუსი დაუდასტურდა, ტრამპმა თქვა, რომ ეს "არ აშფოთებს." 

"დაიბანეთ ხელები, არ არის აუცილებელი, ყველა მოაჯირს ხელი სტაცოთ", - ურჩია ხალხს დონალდ ტრამპმა. 

დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გამო აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დღეს, 14 მარტს, მიმოსვლა აკრძალა დიდ ბრიტანეთთან და ირლანდიასთან, მანამდე კი ევროპის 26 ქვეყანასთან. 

აშშ-ში კორონავირუსით 2 499 ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 49 ადამიანი, გარდაიცვალა 55.

კომენტარები