კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტზე ჩატარებული ტესტი უარყოფითია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კორონავიურისთ დაავადებულ პირველ პაციენტს ტესტი ჩაუტარეს და პასუხი უარყოფითია. თუმცა, ეზუგბაია განმარტავს, რომ მის სრულად გამოჯანმრთელებაზე მას შემდეგ შეიძლება საუბარი, რაც 24 საათის ინტერვალში ტესტი მეორედაც აჩვენებს უარყოფით შედეგს. 

"მასთან ტესტი გამოვლენიდან მე-14 დღეს გაკეთდა და მაშინ მივიღეთ პასუხი მცირე კონცენტრაციით. მასთან ტესტირება გუშინ განმეორდა და პასუხი მივიღეთ უარყოფითი. ეს ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ წესის მიხედვით, აუცილებელია, რომ 24 საათის ინტერვალში კიდევ ერთხელ განმეორდეს ტესტირება და თუ მეორედაც უარყოფით პასუხს მივიღებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმთელებულია და ეს იქნება პირველი პაციენტი, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნება საქართველოში. იმედი გვაქვს, რომ ეს ასე იქნება," - თქვა ეზუგბაიამ.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 30 შემთხვევაა გამოვლენილი. 

კომენტარები