კორონავირუსი

საბას სრული ბიბლიოთეკა 16 მარტიდან, 1 თვის განმავლობაში უფასო იქნება

საბა

ელექტრონული წიგნების პლატფორმა "საბა" 16 მარტიდან, 1 თვის განმავლობაში სრულ ბიბლიოთეკაზე წვდომას უფასოს ხდის.

"საბას" ბიბლიოთეკაში 60 000-ზე მეტი გაციფრულებული წიგნია.

"16 მარტიდან, 1 თვის განმავლობაში, გამომცემლების უპრეცედენტო მხარდაჭერით, უფასო წვდომა ყველა მომხმარებელს საბას მთელ ბიბლიოთეკაზე", - წერია განცხადებაში.

ელექტრონული წიგნების პლატფორმა "საბა" 2012 წელს დაარსდა. 

კომენტარები