კორონავირუსი

ბერგჰაინი კორონავირუსის გამო 20 აპრილამდე დაიხურა

Electronic Beats

ცნობილი გერმანული კლუბი, ბერგჰაინი, კორონავირუსის გამო 20 აპრილამდე დაიხურა - ამის შესახებ კლუბმა განცხადება გაავრცელა.

"მიმდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ჩვენი თანამშრომლების, არტისტებისა და სტუმრების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, აქამდე დაანონსებულო ყველა ღონისძიება ბერგჰაინში, პანორამა ბარსა და Saule-ში 20 აპრილამდე გაუქმდება", - წერია განცხადებაში.

გადაწყვეტილება კლუბმა მას შემდეგ მიიღო, რაც დიდი ღონისძიებების ჩატარება და 1000 ადამიანზე მეტის ერთდროულად შეკრება ბერლინში სააღდგომი დასვენებებამდე აიკრძალა.

კლუბები დროებით დაიხურა თბილისშიც - მტკვარზე, ხიდმა და ბასიანმა ეს გადაწყვეტილებებები დღეს მიიღეს.

კომენტარები