ტიკარაძე: ჩემი თანაშემწე იმყოფება თვითიზოლაციაში

ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მისი თანაშემწე თვითიზოლაციაში იმყოფება.

"როცა მის მეუღლეს დაუფიქსირდა კორონავირუსი, ის უკვე იყო თვითიზოლაციაში. შესაბამისად, გავრცელების რისკი იყო დაბალი", - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ თანაშემწყე უკვე ერთი კვირაა, რაც აღარ იმყოფებაა სამინისტროში, - "ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ იმედი გვქონდეს, კორონავირუსი მასაც არ დაუფიქსირდება. თუმცამ ჩვენ პრევენციულად ჩავუტარეთ მას კვლევა კორონავირუსზე და პასუხი იყო ნეგატიური", - ამბობს ტიკარაძე.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული.

საქართველოში პირველ აპრილამდე სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ყველა კერძო და საჯარო დაწესებულებაში.

კომენტარები