კორონავირუსი საქართველოში

გახარია ეკონომიკურ გუნდს: დღესვე წარმოგვიდგინეთ ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა

პირველ რიგში გამოწვევა და ვალდებულებაა, რომ ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, თუმცა ამასთან ერთად ასევე პრიორიტეტია ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის შემდეგომ ეკონომიკურ განვითარებაზე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეფექტურად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც ამ ვირუსის გავრცელებით შეიძლება მიადგეს ჩვენს ეკონომიკას. სწორედ ამიტომ, ეკონომიკურ გუნდს ევალება, უახლოეს პერიოდში, დღის ბოლომდე შემუშავებული გეგმის სახით წარმოგვიდგინოს ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა, რომელიც განხორციელდება ხვალიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ გარდა ჯანმრთელობისა ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები და პასუხიმგებლობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების და მათი სოციალური უზრუნველყოფის წინაშე, ისევე როგორც ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე. გვესმის, რომ ეს არის გლობალური , მაგრამ დროებითი გამოწვევა, და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ამ გლობალური გამოწვევის წინაზე საქართველოს პასუხი იყოს ერთერთი ყველაზე ეფექტური.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

კომენტარები