საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2020 წლის პირველ ორ თვეში ქართული აეროპორტების მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით შემცირებულია.
იანვარ-თებერვალში საქართველოს აეროპორტები 597 506 მგზავრს მოემსახურა. რეისების რაოდენობამ 2 923 შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია.
თბილისის აეროპორტი გასულ წელთან შედარებით 19%-ით ნაკლებ მგზავრს მოემსახურა. ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში კი მგზავრთნაკადი, შესაბამისად, 51%-ით და 33%-ით გაიზარდა.
მესტიის აეროპორტში მგზავრთნაკადი 646 მგზავრამდე გაიზარდა, ამბროლაურის აეროპორტში კი 35-დან 38-მდე.
ფრენებისა და მგზავრების რაოდენობის შემცირებას აეროპორტების გაერთიანებაში კორონავირუსის გავრცელების ფონზე ჩინეთიდან და ირანიდან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას, ასევე რუსეთიდან ცალმხრივად შეჩერებულ ფრენებს უკავშირებენ.