აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

NYTIMES

ამერიკის შეერთებული შტატებში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამ დროის მონაცემებით, ვირუსით ინფიცირების 554 შემთხვევაა გამოვლენილი.

ვირუსული ინფექციისგან განიკურნა 15 ადამიანი, ხოლო 517 პირი კვლავ ინფიცირებულია.

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსით დაავადებული 14 პირია მოთავსებული. ხოლო, საჩხერის საავადმყოფოში - 1 პაციენტი მკურნალობს. ოთხ მათგანს ფილტვების ანთება აქვს, ერთის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები