რუსული რუბლის ვარდნა

რუსული რუბლი დოლართან ბოლო ოთხ წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

მაქსიმ ზმეიევი / REUTERS

ნავთობის ფასების ვარდნის ფონზე რუსული რუბლი აშშ დოლართან ბოლო ოთხ წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა.

გასული 24 საათის განმავლობაში რუბლი დოლართან თითქმის 10%-ით გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულება ამჟამად 74.9 რუბლია. 2016 წლის დასაწყისის მერე რუბლი დოლართან ასეთი სუსტი არ ყოფილა.

რუბლის გაუფასურება ნავთობის ფასების ვარდნას მოსდევს - ერთი ბარელის ფასი 30%-ით დაეცა და 33 აშშ დოლარს გაუტოლდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ გასულ დღეებში OPEC-ის ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას წარმოების ნებაყოფლობით შეკვეცის შესახებ. რუსეთმა უარი თქვა წარმოების იმ რაოდენობისა და ვადების მიხედვით შემცირებაზე, რაც კარტელის დანარჩენმა ქვეყნებმა მოითხოვეს კორონავირუსისგან მომავალი რისკების ფონზე.

შედეგად საუდის არაბეთმა ფასების ომი წამოიწყო და აზიისათვის ერთ ბარელი 4-დან 6-მდე აშშ დოლარით გააიაფა, აშშ-სათვის კი 7 დოლარით.

კომენტარები