ღამის მერია

ღამის მერიისთვის გამოყოფილი 215 ათასიდან 121 ათასი ღამის მერმა აიღო

პირველი არხი

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2018-2019 წლებში ღამის მერიისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 215 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც 121 140 ლარი ღამის მერმა, სერგი გვარჯალაძემ მიიღო.

გვარჯალაძის ხელფასი თვეში დაახლოებით 5 200 ლარია.

2018 წელს გვარჯალაძემ ბიუჯეტიდან 51 460 ლარი აიღო, ხოლო 2019 წელს 69 680 ლარი.

სერგი გვარჯალაძის ანაზღაურების გარდა, ღამის მერიის თანამშრომლების ანაზღაურება გასული ორი წლის მანძილზე 94 ათასი ლარი დაჯდა. 2018 წელს ღამის მერიაში სამი ადამიანი მუშაობდა, 2019 წელს კი კიდევ ერთი დაემატა.

კომენტარები