იტალიაში კორონავირუსით 107 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 3,089 შემთხვევა

AP

ბოლო მონაცემებით, იტალიაში ახალი კორონავირუსით 107 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3,089 შემთხვევა.

ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ იტალიაში აღირიცხა.

ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, მარტის შუა რიცხვებამდე, იტალიის ყველა რეგიონში სკოლები და უნვერსიტეტები დაიხურა.

ამ დროის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 95,501 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 53,399 პირი, ხოლო ვირუსით გარდაიცვალა 3,286 ადამიანი.

კომენტარები