ქრთამის აღება

სუს-ი: ქრთამის აღებისთვის ყვარლის სატყეო უბნის უფროსი და თანამშრომელი დავაკავეთ

ello.org

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყვარლის სატყეო უბნის უფროსი, გ.ა. და ამავე სატყეო უბნის სპეციალისტი, გ.ფ. დააკავეს.

"აღნიშნულმა პირებმა მოქალაქეს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტყის ფონდის 6 თვით საძოვრად გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით ფულადი თანხა გამოართვეს",-წერია განცხადებაში.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები