პაკისტანი

პაკისტანის ზოოპარკში მოზარდი ბიჭის ცხედრის ნარჩენები ლომის გალიაში იპოვეს

BBC

პაკისტანში, მოზარდი ბიჭის დაკარგვიდან ერთ დღეში, მისი ცხედრის ნარჩენები ზოოპარკში, ლომის გალიაში იპოვეს.

ოფიციალური უწყებების განცხადებით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, თუ როგორ მოხვდა 17 წლის ბიჭი ლომის გალიაში, რამაც მისი სიცოცხლე იმსხვერპლა.

ზოოპარკის დირექტორი BBC-სთან საუბარში ამბობს, რომ მიმდებარე სოფლებიდან სამშაბათს, გვიან ღამით, ხახლმა ბიჭის მოსაძებნად დახმარება სთხოვა. სხვა დეტალები მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით უცნობია.

ლახორის საფარი, რომელიც 1982 წელს დაარსდა, პაკისტანში ცხოველებისთვის განკუთვნილი ყველაზე დიდი და ძველი პარკია.

კომენტარები