WHO-ს რეკომენდაციები - როგორ უნდა მოემზადონ სამუშაო დაწესებულებები კორონავირუსისთვის

Ona.az

26 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოემზადონ სამუშაო ადგილები კორონავირუსის გავრცელების ასარიდებლად.

ჯანმო წერს, რომ როდესაც ადამიანი ახალი კორონაირუსით არის დაავადებული, დახველებისას ან ამოსუნთქვისას ვირუსის წვეთებს ავრცელებს. ის მეტწილად ახლომდებარე ზედაპირს ან ნივთებს ეცემა. ადამიანები, შესაძლოა, კორონავირუსით დაავადდნენ, თუ ასეთ დაბინძურებულ ზედაპირებს შეეხებიან და შემდეგ ხელს თვალთან, ცხვირთან ან პირთან მიიკარებენ.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი კორონავირუსით დაავადებული პირისგან 1 ან 2 მეტრის მოშორებით იმყოფება, ის, შესაძლოა, ვირუსით სუნთქვის დროსაც დაავადდეს. ამრიგად, კორონავირუსი გრიპის მსგავსად ვრცელდება.

გაეცანით სამსახურში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის რამდენიმე მარტივ წესს:.

1. დარწმუნდით, რომ თქვენი სამუშაო ადგილი სუფთაა და ჰიგიენის წესები დაცულია.

მაგიდის ან სხვა ნივთების ზედაპირებს და სხვადასხვა ნივთებს რეგულარული დეზინფექცია ჩაუტარეთ. ვირუსიან ზედაპირზე შეხება კორონავირუსის გავრცელების ერთერთი გზაა.

2. დასაქმებულებს, კონტრაქტორებსა და მომხმარებლებს ხელის რეგულარული დაბანვისკენ მოუწოდეთ.

დარწმუნდით, რომ სამუშაო ადგილას მყოფებს საპონსა და წყალზე წვდომა აქვთ.

ხელების დაბანა, ხელზე ვირუსის წვეთის არსებობის შემთხვევაში, მას კლავს.

3. სამუშაო ადგილას მყოფებს კარგი რესპირატორული ჰიგიენისკენ მოუწოდეთ:

ეს შესაძლებელია პოსტერებით, ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციიდან, ბრიფინგებიდან, ინტერნეტიდან და სხვ.

4. დასაქმებულებსა და კონტრაქტორებს მოუწოდეთ, რომ ბიზნეს ვიზიტამდე  მოგზაურობის შესაბამისი რჩევები გაითვალისწინონ.

5. დასაქმებულებს, კონტრაქტორებს, მომხმარებლებს უთხარით, რომ მათ გარემოცვაში კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში (იმ შემთხვევაშიც კი თუ ვინმეს არამწვავე სიმპტომები აღენიშნება - 37.3 C ან მეტი სიცხე), სახლში  დარჩნენ. თუ მათ სიცხის დამწევი წამლები მაგალითად, ასპირინი, იბუპროფინი, პარაცეტამოლი, აცეტამინოფენი მიიღეს - ამ წამლებით დაავადების სიმპტომები მხოლოდ ინიღბება.

დასაქმებულებს განუმარტეთ, რომ გაცდენილი დღეები დაავადების გამო გაცდენად ჩაითვლება.

როდესაც თქვენ დასაქმებულებთან ერთად მოგზაურობთ, გაითვალისწინეთ შემდეგი:

1. მგზავრობამდე:

დარწმუნდით, რომ თქვენ დაწესებულებას და დასაქმებულებს უახლესი ინფორმაცია აქვთ კორონავირუსის გავრცელების ადგილებზე.

კორონავირუსის გავრცელების ადგილებში თავიდან აირიდეთ იმ დასაქმებულების გამგზავრება, რომლებიც სერიოზული დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არიან, მაგალითად, ასაკოვანი დასაქმებულები და დიაბეტის, გულის დაავადების ან ფილტვების დაავადების მქონე პირები.

2. მოგზაურობის დროს:

დარწმუნდით, რომ დასაქმებულებმა იციან, თუ რა გააკეთონ იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურობის დროს იგრძნეს, რომ ავად არიან.

დარწმუნდით, რომ დასაქმებულები ადგილობრივ მაღალჩინოსნების ინსტრუქციას დაემორჩილებიან. თუ მათ სადმე არწასვლისკენ მოუწოდეს, ისინი ამას უნდა დაემორჩილონ. 

3. როდესაც დასაქმებულები მოგზაურობიდან დაბრუნდებიან გაითვალისწინეთ შემდეგი:

დასაქმებულებმა, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების ადგილიდან დაბრუნდებიან, 14 დღის განმავლობაში სიმპტომებზე თავიანთი თავები უნდა შეამოწმონ და დღეში ორჯერ გაიზომონ ტემპერატურა.

იმ შემთხვევაშიც თუ მათ არამწვავე ხველა განუვითარდათ ან დაბალი სიცხე (37.3 ან მეტი) ექნებათ, ისინი სახლში უნდა დარჩნენ და იზოლაციაში მოექცნენ. ეს ნიშნავს, რომ მათ თავი უნდა აარიდონ ახლო კონტაქტს ადამიანებთან (1 მეტრის მანძილზე ან უფრო ახლოს), მათ შორის ოჯახის წევრებთან. ასეთ შემთხვევაში, მათ უნდა დაურეკონ ექიმს ან დაუკავშირდნენ ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯანდაცვის დეპარტამენტს და მათ მოგზაურობაზე, სიმპტომებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ.

იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსი თქვენ წრეში გავრცელდება, მოამზადეთ თქვენი ბიზნესი:

1. შეიმუშავეთ გეგმა, თუ რა უნდა მოიმოქმედოთ იმ შემთხვევაში თუ სამუშაო ადგილას ვინმეზე ახალი კორონავირუსით დაავადებას ეჭვობთ.

2. გაავრცელეთ ინფორმაცია სახლიდან მუშაობის შესახებ.

სახლიდან მუშაობა, სავარაუდოდ, თქვენ საქმეს არ შეაჩერებს და თქვენი დასაქმებულები უსაფრთხოდ იქნებიან.

გეგმა უნდა ასახავდეს, თუ როგორ გააგრძელოთ თქვენი ბიზნესი/საქმე იმ შემთხვევაშიც თუ თქვენი დასაქმებულების, კონტრაქტორების, მომწოდებლების დიდი ნაწილი თქვენ დაწესებულებაში, ადგილობრივი აკრძალვის ან ავადმყოფობის გამო, ვეღარ მოვა.

----

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა, გუშინ 26 თებერვალს გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრი ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული მოქალაქე საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და სხვა მოქალაქეებთან მას შეხება არ ჰქონია. 

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, უმეტესობა განიკურნა. გარდაიცვალა 2,700-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 40-მდე ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია სულ 2500 შემთხვევაზე, საიდანაც ლეტალურად 34 დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა.

ახალი ვირუსის სახელია 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.

20 იანვარს ჩინეთში განაცხადეს, რომ ახალი ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. 26 იანვარს ჩინეთის ეროვნული კომისიის მინისტრმა მა სიაოვეიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება ინკუბაციის პერიოდშიც შესაძლებელია, რომელიც 1-დან 14 დღემდე გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადებულ ადამიანს შესაძლოა სიმპტომები არ აღენიშნებოდეს, თუმცა ვირუსის გადამდები იყოს.

ახალი კორონავირუსისთვის თავდაცვითი ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს და მისი მართვა სიმპტომურია.

კომენტარები