ლედი გაგა ახალი სიმღერის და მუსიკალური ვიდეოს გამოსაშვებად ემზადება. მომღერალმა საკუთარ ინსტაგრამზე სიმღერის Stupid Love კლიპის ტიზერი გამოაქვეყნა.
ვიდეოში გაგას უცხოპლანეტელის კოსტუმი აცვია და ადამიანების ჯგუფთან ერთად უდაბნოში დახეტიალობს. მომღერალი და მისი გუნდი კადრში ჟესტების ენაზე ამბობს: "ყველაფერი რაც ოდესმე მინატრია სიყვარულია".
ლედი გაგას ახალი სიმღერა და ვიდეო პარასკევს, 28 თებერვალს გამოვა.