ბუჯეტი

ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად 876 ათასი ლარი დაიხარჯება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული შპს სტადიონი, რომელიც ბათუმში ჯერ კიდევ მშენებარე საფეხბურთო სტადიონს წარმოადგენს, ავეჯის შესაძენად ტენდერს აცხადებს.

უწყების მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციიდან ცნობილი ხდება შესაძენი ნივთების ჩამონათვალი და ასევე, საერთო ღირებულებაც. ჯამურად, სტადიონისთვის საჭირო ავეჯზე - კარადები, დივნები, მაგიდები - სულ 876 ათასი ლარი დაიხარჯება. 

წინადადების მიღება 21 მარტს დაიწყება და 26 მარტამდე გაგრძელდება, ხოლო პროდუქციის მიწოდება ტენდერის გაფორმებიდან 90 დღეში უნდა მოხდეს. 

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ვადა ხელშეკრულების მიხედვით 2020 წლის ოქტომბერში იწურება. სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებს შეესაბამება და 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი. 

სტადიონის მშენებლობის ღირებულება ამ დროისთვის 150 მილიონ ლარს აღემატება, ამასთანავე, უცნობია, ვის გადაეცემა მართვაში სტადიონი მშენებლობის დასრულების შემდეგ.

კომენტარები