ბორის ნემცოვი

OSCE ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს

Flickr

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ რუს მაღალჩინოსნებს მოუწოდა, რომ 5 წლის წინ კრემლთან მოკლული რუსული ოპოზიციის ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ხელახლა დაეწყო.

ეუთო-მ განაცხადა, რომ თავდაპირველმა გამოძიებამ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა. 

"მისი სიკვდილი ტრაგედია იყო და პოლიტიკურ კლიმატზე, შიშის გავრცელებაზე, მომავალი შესაძლო თავდასხმების წამოწყებაზე და რეპრესიაზე დიდი გავლენა იქონია" - ვკითხულობთ ეუთო-ს ანგარიშში.

ეუთო-ს ანგარიში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა მომხსენებელმა მარგარეტა სედერფელტმა მოამზადა და აღნიშნა, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორებს პასუხი უნდა ეგოთ, რათა რუსეთში ვინც გასამართლების და თავდასხმის რიკის ფასადაც კი იბრძვის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის, იმედი მისცემოდათ.

"ოფიციალური გამოძიება და შემდგომი სასამართლო მწვავე კრიტიკის საკითხია," - თქვა მან.

მან აღნიშნა, რომ დამოუკიდებელმა მკვლევარებმა და ექსპერტებმა რამდენიმე საკითხზე მიუთითეს მათ შორის, ჩეჩნეთის მთავრობის და უშიშროების სამსახურის შესაძლო ჩართულობაზე - "ასევე განიხილავენ რუსეთის პრეზიდენტის შესაძლო ინიციატორობას".

მისივე თქმით, რუსული გამოძიების ნაკლოვანებებით ასეთი არგუმენტების არც უარყოფაა შესაძლებელი და არც დასტურდება.

29 თებერვალს, ბორის ნემცოვის მკვლელობის 5 წლისთვაზე ნემცოვის მხარდამჭერები, რუსეთის ოპოზიცია, მოსკოვში მსვლელობის ჩატარებას გეგმავს. 

მომიტინგეთა ნაწილი ვლადიმირ პუტინის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების გაპროტესტებასაც აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ბორის ნემცოვი რუსული ოპოზიციის ლიდერი იყო. 2015 წლის 27 თებერვალს, 55 წლის ნემცოვს კრემლთან ახლოს 4 ტყვია ესროლეს, ის ადგილზევე გარდაიცვალა.

ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით 5 ჩეჩენი მამაკაცია დაკავებული, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ. მკვლელობის ორგანიზატორად გამოძიებამ ჩეჩნეთის შინაგანი ჯარის ყოფილი მებრძოლი რუსლან მუხუდინოვი დაასახელა, რომელსაც დღემდე უშედეგოდ ეძებენ.

ეროვნული თავისუფლების პარტიის ლიდერი ნემცოვი, პუტინისადმი მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. 1998 წელს ნემცოვი, ელცინის პრეზიდენტობის დროს, ვიცეპრემიერის პოსტსაც იკავებდა.

კომენტარები