რაიან გოსლინგი და ევა მენდესი

ევა მენდესი: ოჯახში მზარეული რაიან გოსლინგია

USA Today

ევა მენდესმა მსოფლიოს რაიან გოსლინგის აქამდე უცნობი ნიჭი გაუმხილა. აღმოჩნდა, რომ ოჯახში მზარეულის როლს, სწორედ რაიან გოსლინგი ასრულებს. 

მენდესმა ეს ინფორმაცია ტვიტერზე დაწერა.

"სხვათა შორის, რაიანი არაჩვეულებრივი მზარეული და მცხობელია. მართლა სასწაულია, არ ვხუმრობ. არ ვარ დარწმუნებული, რომ მე რასაც ვაკეთებ ხოლმე მაგას მზარეულობა ჰქვია. უბრალოდ ბრინჯის მომზადება და ბოსტნეულის დაჭრა შემიძლია. საჭმელს ის ამზადებს. მე თავის გადარჩენაზე ვზრუნავ." დაწერა მენდესმა. 

კომენტარები