გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილი ოცნების წევრებს: არ გჭირდებათ მეშჩანური სოფლის დიქტატურაში მონაწილეობა

ოცნება ჩემთვის არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ დაეჯერება დაპირება. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც უმძიმეს კრიტიკაზე თქვა, რომ ჩვენი პარტნიორები არიან ნაციონალური მოძრაობის მიერ ტვინარეული ადამიანები. ნაციონალური მოძრაობა ბუნებაში არ არსებობდა, როცა ამერიკა ჩვენ გვეხმარებოდა. ოცნებამ აჩვენა, რომ შიგნით არ არიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკური განჭვრეტის უნარი აქვთ ან მათი ნათქვამი დაიჯერება. მე მინდა, მივმართო მათ, შეიძლება [ოცნებაში] არიან ადამიანები, რომელთან ერთადაც 2012 წლამდე დემოკრატიისთვის ვიბრძოდით - აუცილებლად ჩამოშორდით, არ გჭირდებათ მეშჩანური სოფლის დიქტატურის გაფორმებაში მონაწილეობა. ეს არ არის უგულავას საქმე, ეს არის საქმე - საქართველო დასავლეთით თუ ჩრდილოეთით.

თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები