კორონავირუსი

ჯეკი ჩანი კორონავირუსის ვაქცინის გამომგონებელს ერთ მილიონ იუანს გადაუხდის

film

ჯეკი ჩანის თქმით ის კორონავირუსის ვაქცინის გამომგონებელს ერთ მილიონ იუანს გადაუხდის, რაც დაახლოებით 200 ათას დოლარს უდრის. მსახიობმა ამის შესახებ ჩინურ სოციალურ ქსელში -Weibo დაწერა.

"ტექნოლოგიები და მეცნიერება არის მთავარი პასუხი და ვიცი, ბევრი თქვენგანი დამეთანხმება. ახლა იმედი მაქვს, რომ ანტიდოტი უახლოეს მომავალში გამოჩნდება და ასეთი იდეა მომივიდა თავში: ნებისმიერ კომპანიას თუ ადამიანს, რომელიც ამ სიტუაციიდან გამოსავალს იპოვის, ერთ მილიონ იუანს გადავუხდი" დაწერა ჯეკი ჩანმა

შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 42,638 შემთხვევაა დაფიქსირებული.კორონავირუსი სასუნთქი გზების ინფექციას, სუნთქვის გართულებას და მაღალ სიცხეს იწვევს. ჯერჯერობით, ვირუსთან საბრძოლველად ვაქცინა ან წამალი არ არსებობს.

კომენტარები