APPLE

APPLE ძველი აიფონების გამიზნულად შენელებისთვის დააჯარიმეს

Apple

Apple ძველი აიფონების შენელებისთვის 25 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

საფრანგეთის კონკურენციისა და თაღლითობის მაკონტროლებელი, DGCCRF, კომპანიას ძველ მოდელების მიზანმიმართულად შენელებაში სდებდა ბრალს, ისე, რომ კომპანია მომხმარებელს ამის მიზეზს არ უხსნიდა. 

მაკონტროლებლის ცნობით, კომპანიას მომხმარებლებისთვის არ მუწოდებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ განახლებული IOS 10.2.1 და 11.2 მოწყობილობას შეანელებდა. 

2017 წელს Apple-მა დაადასტურა, რომ ძველ მოდელებს ანელებდა, თუმცა, მათი ინფორმაციით, ეს ტელეფონების ელემენტის გამძლეობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესანარჩუნებლად ხდებოდა. მათი ინფორმაციით, ტელეფონი მხოლოდ პრობლემის არსებობის შემთხვევაში ნელდებოდა, რათა მოულოდნელად არ გამორთულიყო.

მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ Apple ძველ მოდელებს ანელებს, რათა ტელეფონის ახალი მოდელები მეტმა ადამიანმა იყიდოს. 2017 წელს Apple-მა ეს მოსაზრება უარყო.

კომენტარები