უკანასკნელი წლების განმავლობაში პირველად გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა აშშ-ში. ამის ძირითადი მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერებების ზედოზირებისგან სიკვდილიანობის შემცირებაა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.
საბოლოოდ, 2018 წლის განმავლობაში აშშ-ში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 0,1 წლით, 78 წლამდე და 7 თვემდე გაიზარდა. აშშ-ის ნაციონალურ ჯანმრთელობის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, უნებლიე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2018 წელს 2,8%-ით შემცირდა.
ბოლო წლის განმავლობაში ამერიკაში ე.წ. ოპიოიდების კრიზისი მძვინვარებდა, რომელიც 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. ამ დროის განმავლობაში აშშ-ში არნახულად გაიზარდა გაყიდული ოპიოდური ტკივილგამაყუჩებლებისა და ძლიერმოქმედი პრეპარატების გაყიდვები. ასევე, რეკორდულად გაიზარდა, დამოკიდებულთა რიცხვიც, შედეგად ბოლო 20 წლის განმავლობაში ნარკოტიკების ზედოზირებისგან აშშ-ში 400 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.
სწორედ, გახშირებული ზედოზირება იყო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირების მთავარი მიზეზიც. შემცირდა კიბოთი და გულის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილოანობაც. სწორედ, ამ დაავადებების შედეგად კვდებაყველაზე მეტი ადამიანი.
ამავდროულად, 10%-ით გაიზარდა სინტეთიკური ნარკოტიკებით გამოწვეული სიკვდილიანობა. ამგვარი ნივთიერებებითთ გამოწვეული სიკვდილიანობა 1999 წლის შემდეგ მუდმივად იზრდება. ამავდროულად, 1,4%-ით მოიმატა სუიციდის შემთხვევებმაც.
გაუმჯობესების მიუხედავად, აშშ-ში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ჯერ კიდევ ჩამორჩება OECD-ის ქვეყნბის საშუალო მაჩვენებელს. კლუბის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 80 წელს აღემატება.





