კობი ბრაიანტი

ფაჩულია კობი ბრაიანტზე: ძალიან ბევრი გატეხილი გული, მადლობა უამრავი მოგონებისთვის

NBA-ის ქართველი ვარსკვლავი, ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმაურება.

"ძალიან ადრეა, ძალიან სევდიანია, უამრავი გატეხილი გილი, ძალიან ბევრი ცრემლი, მადლობა უამრავი მოგონებისთვის", - წერს ფაჩულია საკუთარ სოციალურ ქსელში.

კალათბურთის ლეგენდა, 41 წლის კობი ბრაიანტი, დღეს კალაბასასში ვერტფმრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა.

კობი ბრაინტთან ერთად ვეტრმფრენის ჩამოვარდნისას მისი 13 წლის შვილი ჯიანა ბრაიანტიც დაიღუპა.

ტრაგედიის შედეგად სულ 5 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით ვერტმფრენში მჯდომი არც ერთი ადამიანი არ გადარჩენილა.

41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი 20 წლის განმავლობაში ლოს ანჯელეს ლეიკერსის ღირსებას იცავდა.

NBA-ში 20-წლიანი კარიერის განმავლობაში კობიმ 18-ჯერ ითამაშა All Star-ი, ყველა ვარსკვლავის მატჩი.

მან ლეიკერსის რიგებში ჩემპიონის ტიტული 5-ჯერ მოიგო.

ასევე, ორჯერ დაასახელეს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ, ოთხჯერ - ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო კალათბურთელად.

NBA-ში კობი ბრაიანტმა მთლიანობაში 33 643 ქულა მოიპოვა და ამ სტატისტიკაში მეოთხე ადგილზეა.

ლეგენდარულმა კალათბურთელმა ლოს ანჯელეს ლეიკერსი და NBA 2016 წელს დატოვა

კომენტარები