კორტნი კოქსმა სერიალის FRIENDS ბოლო ეპიზოდზე მუშაობისას გადაღებული ფოტო გააზიარა

"უკანასკნელი ვახშამი" - ასე დაასათაურა კორტნი კოქსმა Friends-ის ბოლო ეპიზოდზე მუშაობისას გადაღებული მთლიანი ქასთის ფოტო, რომელიც თავის ინსტაგრამ გვერდზე გააზიარა. 

ფოტოზე ვხედავთ ჯენიფერ ენისტონს, კორტნი კოქსს, მეთიუ პერის,ლიზა კუდროუს, მეთ ლებლანსა და დევიდ შვიმერს, რომლებიც სერიალზე მუშაობისას ბოლოჯერ ვახშმობენ ერთად. ვახშამი 2004 წლის 23 იანვარს შედგა. 

კორტნი კოქსმა ასევე გააზიარა ფინალური ეპიზოდის სცენარის თავფურცელი. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, სერიალის გამოსვლიდან 25 წელი გავიდა.

კომენტარები