ბრექსითი

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ჯონსონის ბრექსითის შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ბორის ჯონსონი
skynews

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის ბრექსითის შეთანხმებას მხარი 330 ხმით 231-ის წინააღმდეგ დაუჭირა.

ჯონსონის გეგმა პარლამენტმა პირველ მოსმენაზე ჩააგდო, რის შემდეგაც მან ვადამდელი არჩევნები დანიშნა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. კონსერვატიულმა პარტიამ პარლამენტში 364 ადგილი მოიპოვა, რაც გასული არჩევნების მაჩვენებელზე 47 ადგილით მეტია, ხოლო უმრავლესობისათვის საჭირო რაოდენობაზე 38 ადგილით მეტი.

არჩევნების შემდეგ თემთა პალატამ ჯონსონის გეგმის ძირითად პრინციპებს მხარი დაუჭირა და მისი განხილვა საკომიტეტო ფაზაში გადავიდა.

ოპოზიციონერ კანონმდებლებს მასში ცვლილებების შეტანა სურდათ, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება ცვლილებების გარეშე დამტკიცდა.

ახლა კანონპროექტს ლორდთა პალატაში უყრიან კენჭს, თუმცა მოსალოდნელია, რომ საკმარის მხარდაჭერას მოიპოვებს.

დამტკიცების შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს საბოლოოდ 31 იანვარს დაიწყებს. ამის შემდეგ დაიწყება ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმოება, რისთვისას ჯონსონმა საკუთარ მთავრობას ვადა მიმდინარე წლის ბოლომდე დაუწესა.

თუმცა, ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ ევროკავშირსა და ბრიტნაეთს შორის ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების მიღწევა მიმდინარე წლის ბოლომდე შეუძლებელია და კომპრომისები იქნება საჭირო.

კომენტარები