ავიაკატასტროფა

ირანში უკრაინული ბოინგი ჩამოვარდა, ბორტზე 180 მგზავრი იმყოფებოდა

თეირანის იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე უკრაინული ავიახაზების კუთვნილი ბოინგ- 737 ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის ჩათვლით 180 ადამიანი იმყოფებოდა. 

ინცინდენტის შესახებ ინფორმაციას ირანული სააგენტოები ISNA და Shebab ავრცელებენ. Flightradar24-ის ცნობით, ბოლოს თვითმფრინავი თეირანი მახლობლად ქალაქ პარანდთან შენიშნეს. უკრაინის ავიახაზების საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავი თეირანის აეროპორტიდან დილის 5 საათსა და 15 წუთზე უნდა აფრენილიყო. თვითმფრინავი თეირანი-კიევის ფრენას ასრულებდა.

რუსული მედია რია ნოვოსტი ირანულ Tansim-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ავარიის მიზეზი თვითმფრინავის ტენიკური გაუმართაობა გახდა. 

თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია იმამ ხომეინის სახელობის აეროპორტის უფროსმა დაადასტურა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ირანმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ერაყში მდებარე ორ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე. არსებული ინფორმაციით, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაშავებულები არ არიან. 

ვრცელდება დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ერაყელ მოსამსახურეთა რიგებში. ირანის მხრიდან ამერიკული ბაზების დაბომბვა ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციას მოყვა. სოლეიმანი 3 იანვრის დილით, ბაღდადის აეროპორტთან ახლოს განხორციელებული ამერიკული დრონის შეტევის დროს მოკლეს.

კომენტარები