ოქროს გლობუსი 2020

“უშენოდ აქ არ ვიქნებოდი” - ბრედ პიტმა სიტყვის წარმოთქმისას ლეონარდო დიკაპრიოს მიმართა

Getty Images

ოქროს გლობუსის დაჯილდოების 77-ე ცერემონიალზე პრედ პიტმა Once Upon A Time in Hollywood-ში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ჯილდო მოიპოვა.

მსახიობმა სიტყვის წარმოთქმა სხვა ლეგენდარული მსახიობების სახელების წარმოთქმით დაიწყო.

"როდესაც მსახიობობას ვიწყებდი ის სახელები, რომლებიც ახლა სიაშია - ალ პაჩინო, ჯო პეში, ტომ ჰენქსი და ჩემი დეფაქტო მენტორი სერ ენტონი ჰოპკინსი, ჩემთვის ღმერთებივით იყვნენ. ეს ჩემთვის პატივია", - თქვა ბრედ პიტმა.

ამის შემდეგ ვეტერანმა მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიოს მიმართა. მსახიობები Once Upon A Time in Hollywood-ში ერთად თამაშობენ.

"The Revenant-მდე ვუყურებდი, როგორ იღებდნენ ჯილდოებს მისი თანაშემსრულულებლები და მადლობას უხდიდნენ მას. მე ვიცი რატომ - ის ვარსკვლავია, დახვეწილია და მე აქ არ ვიქნებოდი უშენოდ, მადლობა. მე უნდა გამეყო შენთვის ტივი", - თქვა პრედ პიტმა.

ტივის ხსენებისას ბრედ პიტმა ფილმი ტიტანიკი და ლეონარდო დიკაპრიოს მიერ შესრულებული როლი გაიხსენა.

ამის შემდეგ მსახიობმა თქვა, რატომ არ წამოიყვანა დაჯილდოებაზე თავისი მშობლები.

"მინდოდა დედაჩემი წამომეყვანა, მაგრამ ასე არ მოვიქეცი, რადგან ნებისმიერ ადამიანზე, რომლის გვერდითაც ვდგავარ, ამბობენ რომ ჩემი მეწყვილეა", - თქვა ბრედ პიტმა.

ნახეთ ოქროს გლობუსის გამარჯვებულების სრული სია და ასევე დაათვალიერეთ რა ეცვათ ცნობილ ადამიანებს წითელ ხალიჩაზე.

კომენტარები