პრეზიდენტის შეწყალება

დღეს, 6 იანვარს გახდება ცნობილი - შეიწყალა თუ არა პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე

ნეტგაზეთი

დღეს, 6 იანვარს გახდება ცნობილი, შეიწყალა თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე. პრეზიდენტის საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი 12:00-ზე გაიმართება. მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტი შეწყალების აქტს საშობაოდ პირველად გამოსცემს. 

გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს წმიდა სინოდმა ნოემბერში მიმართა. ამ დრომდე უცნობია, შეიწყალა თუ არა პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზი. დასმულ კითხვებზე სალომე ზურაბიშვილი დასაფიქრებელ დროს ითხოვდა და უკვირდა - "რატომ არის ასეთი აქცენტი და მხოლოდ მამალაძეზე არის გაუთავებლად საუბარი". აღსანიშნავია, რომ 4 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ილია მეორეს იუბილე მიულოცა და სინოდის წევრებს შეხვდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

კომენტარები