თეთრი ტაქსები

კალაძე: ტაქსების რეფორმა არის ერთ-ერთი საუკეთესო, უმნიშვნელოვანესი, რომელიც განვახორციელეთ

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო რეფორმა არის ტაქსების რეფორმა. არ შემიძლია არ გავიხსენო, მე მგონია, რომ არის ერთ-ერთი საინტერესო, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც იქნა ჩვენ მიერ განხორციელებული. ათეული წლების განმავლობაში ვერც ერთი მერი, ვერც ერთი ქალაქის მთავრობა ვერ ეხებოდა ამ თემას და ვერ აგვარებდა რეალურად პრობლემას. ჩვენ დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით და საკმაოდ წარმატებით. ჩვენ დღეს ვხედავთ მოწესრიგებულ ტაქსებს, რომლებსაც აქვთ თავისი ვიზუალური სტანდარტი, რომელიც არის სუფთა. თუმცა, რეფორმა ჯერ არ დასრულებულა. ამას მოჰყვება შემდეგი ეტაპები.  

როდესაც ჩვენ ვაწესებდით სტანდარტებს და რეგულაციებს, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ტაქსის მძღოლების არსებული სოციალური მდგომარეობა. ამ ადამიანებს შევთავაზეთ თანადგომა და მხარდაჭერა, რომ ისე განხორციელებულიყო რეფორმა, რომ მათ ოჯახებს ტვირთად არ დასწოლოდათ თუნდაც მანქანების გადაღებვა, თუნდაც, ფირის გადაკვრა და სალონის სისუფთავე. ყველაფერი ავიღეთ საკუთარ თავზე.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ტაქსის რეფორმის შესახებ იმედის ეთერში.

კომენტარები