საქართველოს საპატრიარქო

მეუფე შიო თვითმკვლელობებზე: სული ავადდება ჰომოსექსუალიზმის, უღმერთოების პროპაგანდით

საქართველოში თვითმკვლელობების რიცხვი ძალიან იზრდება და ამასთან დაკავშირებით ძალიან შემაშფოთებელი სტატისტიკაა. 10 წლის განმავლობაში თვითმკვლელობათა რიცხვი თითქმის გაათმაგდა. ჩვენ ამ პრობლემაზე ვფიქრობთ და ძალიან გვტკივა ეს.

შეიძლება, ბუნებრივიცაა, იმიტომ, რომ ადამიანის სული ავადდება და სულის მოკვდინება ხდება იმ პროპაგანდით, რასაც დღეს ჩვენ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, მათ შორის, მატერიალიზმის, ამორალიზმის, გარყვნილების, უღმერთოების, ყალბი იდეალების, აზარტული თამაშების, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდით. ადამიანის სული კი ვერ უძლებს ამ ყველაფერს და მწუხარებაში, სევდაში, დეპრესიაში ვარდება და ბევრი ადამიანი თვითმკვლელობამდე მიდის. ჩვენ ვფიქრობთ ამ ყველაფერზე. არის ასეთი აზრი, რონ საპატრიარქოსთან ერთად შეიქმნას გარკვეული ცენტრივით, სადაც სხვადასხვა სპეციალისტი სახელმწიფოდან, პარლამენტიდან, ფსიქოლოგებიდან გაერთიანდება და ერთად ვიფიქროთ, ამ პრობლემაზე, თუ როგორ ვუშველოთ და ავიცილოთ თავიდან

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, საპატრიარქოში სასულიერო პირების, დარგობრივი კომიტეტების, განათლების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, საპატრულო პოლიციის, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ფსიქოლოგების შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა "სუიციდთან ბრძოლის ინტერსექტორალური შესაძლებლობებია".

კომენტარები