შალვა ხაჭაპურიძე

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, "ოცნებიდან" წამოვიდა - პარტიაში არკვევენ, რა თანამდებობაზე იყო ის

ინფო 9

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ "ოცნებიდან" წამოვიდა - პარტიაში არკვევენ, რა თანამდებობაზე იყო ის

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ქართული ოცნებიდან წამოვიდა. მან ამის შესახებ ფეისბუქზე 15 დეკემბერს დაწერა და მიზეზებს შორის საარჩევნო კანონმდებლობა, სასამართლო, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ განცხადება, 20 ივნისის მოვლენები და ტენდერებით ბიუჯეტის თანხების "თქვეფა" დაასახელა.

ტაბულა დაინტერესდა, ბოლო წლებში რას აკეთებდა პარტიაში შალვა ხაჭაპურიძე და იყო თუ არა პარტიულ თანამდებობაზე. ამ კითხვით ქართული ოცნების პრესსამსახურს დავუკავშირდით, სადაც საკითხს ერთ საათზე მეტია არკვევენ.

შალვა ხაჭაპურიძე ქართულ ოცნებას 2011 წელს შეუერთდა. ის თეთრიწყაროში მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, თუმცა არჩევნებში ვერ გაიმარჯვა. ბოლო წლებში ის ქართული ოცნების ერთ ნაწილს აკრიტიკებდა, თუმცა არა ბიძინა ივანიშვილს.

შალვა ხაჭაპურიძე იყო სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ადვოკატი ზაზა ოქუაშვილის განცხადებების შემდეგ. ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ამბობდა, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ყოფილი მინისტრი სარდაფში ჩაკეტა და ემუქრებოდა. სწორედ ამ საქმეში იცავდა ლევან ყიფიანს შალვა ხაჭაპურიძე.

ხაჭაპურიძემ ქართული ოცნების "რიგებიდან" წასვლის შესახებ ფეისბუქზე დაწერა. მან აღნიშნა, რომ სამოქალაქო სექტორში გააგრძელებს შრომას.

"რატომ ვტოვებ პარტიის რიგებს? ბევრი შემეძლო მეთქვა: საარჩევნო კანონმდებლობა, სასამართლო, ვაჟა გაფრინდაშვილზე გაკეთებული ოცნების დეპუტატის განცხადება, ტენდერებით ბიუჯეტის თანხების თქვეფა, 20 ინვისის მოვლენები და სხვა, მაგრამ ცხადია ვაჟა ფშაველას მსგავსად ვერ ვიტყოდი, ამიტომ მიზეზებს უფრო კარგად ბუმბერაზი ვაჟას ლექსში ამოვიკითხავთ", - წერს ხაჭაპურიძე და ვაჟა-ფშაველას ლექსს აქვეყნებს.

კომენტარები