სასამართლო სისტემა

ბესელია: "ოცნებისთვის" პოლიტიკური ფასი იქნება არჩევნებში მარცხი, მორალური ფასი - შეუფასებელი

ტაბულა

"[ქართული ოცნებისთვის] პოლიტიკური ფასი იქნება არჩევნებში მარცხი, მორალური ფასი იქნება შეუფასებელი" - ასე გამოეხმაურა ეკა ბესელიამ პარლამენტის გადაწყვეტილებას, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 19-დან 14 კანდიდატის დამტკიცების შესახებ.

ბესელია ამბობს, რომ ამით კლანმა გაიმარჯვა იურიდიულ კომიტეტზე.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით ჩანს, რომ სასამართლოს კლანი არა მხოლოდ კომიტეტს, არამედ მთლიანად უმრავლესობას აკონტროლებს.

"ვულოცავ ქართულ ოცნებას, რომ მან მთლიანად გადმოიბარა და დღეს ოფიციალურად, კენჭისყრით დააკანონა ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის პერიოდის მთავარი აქტორები და გაიხადა ისინი საკუთარ სინდისად.

კლანმა გაიმარჯვა იურიდიულ კომიტეტზე. მან მოახერხა იურიდიული კომიტეტის მთლიანად დაქვემდებარება. ეს მოხდა ოხანაშვილის ხელით. 1 წლის ბრძოლა, რომლითაც მხოლოდ 5 ადამიანი იქნა ჩამოცილებული ამ პროცესს. ეს ნიშნავს, რომ კლანი არა მხოლოდ იურიდიულ კომიტეტს, არამედ ქართული ოცნების უმრავლესობასაც აკონტროლებს, - თქვა ბესელიამ.

მისივე თქმით, ის ტოვებს იურიდიულ კომიტეტს, ვინაიდან არ სურს, მას და მის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს ლეგიტიმაცია მიანიჭოს.

დღეს, 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 19 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა.

კომენტარები