NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
საქართველოს პარლამენტი

ტაბულას ჟურნალისტი: მანდატურებმა უმრავლესობის დეპუტატების თანდასწრებით გვცემეს

ხუთშაბათი, 12 დეკემბერი, 2019 - 11:41
tbl.ge/4a2y
დაკოპირდა
ჩალურჯებები და ნაკაწრები - პარლამენტის მანდატურმა ტაბულას ჟურნალისტს თიკო ერაძეს მუშაობის დროს დაზიანებები მიაყენატაბულა
ჩალურჯებები და ნაკაწრები - პარლამენტის მანდატურმა ტაბულას ჟურნალისტს თიკო ერაძეს მუშაობის დროს დაზიანებები მიაყენატაბულა
ჩალურჯებები და ნაკაწრები - პარლამენტის მანდატურმა ტაბულას ჟურნალისტს თიკო ერაძეს მუშაობის დროს დაზიანებები მიაყენატაბულა

ტაბულას ჟურნალისტის თიკო ერაძის თქმით, პარლამენტის მანდატურებმა მედიის წარმომადგენლები უმრავლესობის დეპუტატების თანდასწრებით სცემეს.

"ჟურნალისტებზე იძალადეს, გვცემეს, ხელები გვაქვს დალურჯებული და გადატყავებული, სხვებსაც ალბათ, მარტო ჩემზე არ არის, ყველას ასე ექცეოდნენ. ერთი გამორჩეულად მოძალადე მანდატური იყო, ალექსანდრე ყაველაშვილი ვარო და მითხრა - შენ გახვალ პირველიო, არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა" - ამბობს ერაძე და აღნიშნავს, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომას ჟურნალისტები წესის და რიგის მიხედვით აშუქებდნენ.

"არსად არ შევჭრილვართ, სადაც არ შეიძლებოდა გაშუქება კანონის მიხედვით, სხდომის გადადებას ითხოვდნენ ოპოზიციის დეპუტატები, ამის გამო იყო სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის. ჟურნალისტები მივედით, რა თქმა უნდა, ამას ვიღებდით, რომ ჩაგვეწერა სინქრონები, მანდატურები უცებ დაირაზმნენ, ყველანი ერთად, ძალადობით, ძიძგილაობით დაიწყეს ჟურნალისტებიდ და ოპერატორების გამმოყრა კომიტეტის დარბაზიდან, არ ვიცი რა ბრძანება ჰქონდათ ასეთი, მაგრამ დღეს, პარლამენტის მანდატურებმა უმრავლესობის დეპუტატების თანდასწრებით ჟურნალისტებზე იძალადეს...

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ჩავწერე მერე, ვკითხე, მოეწონა თუ არა, რაც მოხდა აქ მოხდა. თქვა, მე როცა დავინახე, ჩავერიე და შემოგიყვანეთო. ორი მეტრი იყო ჩვენ სადაც გვცემდნენ იქიდან იქამდე, სადაც სოფიო კილაძე იჯდა, რატომ დაინახა ყველაფერი მაშინ, როცა მორჩა, ყველაზე იძალადეს და ყველა გამოყარეს, არ ვიცი.

ჩაერია და შემოგვიყვანეს იმიტომ, რომ მიხვდა, რაღაც საოცრება და სიგიჟე ხდებოდა. რომ გაგვლახეს უკვე, მერე კი არ უნდა ჩარეულიყო, მანამდე უნდა ეთქვა კომიტეტის თავმჯდომარეს და მათ შორის მანდატურებისთვის მიეცა ბრძანება, რომ ჟურნალისტებისთვის თავი დაენებებინათ და ძალის გამოყენებით ნუ გაჰყავდათ" - ამბობს თიკო ერაძე.

პარლამენტის მანდატურმა ტაბულას ჟურნალისტს, თიკო ერაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა ცოტა ხნის წინ მიაყენა. ხმაური იურიდიულ სხდომათა კომიტეტზე მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დაწყების პროცედურა გამოაცხადა, ეკა ბესელიამ და თინა ბოკუჩავამ კი მას ამის საშუალება არ მისცეს.

ეკა ბესელიამ თავმჯდომარეს უთხრა, რომ ვერ გააგრძელებს სხდომას და ვერ ჩაატარებს კენჭისყრას, თუ მას სიტყვის საშუალებას არ მისცემდა. ოხანაშვილმა 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადა.

მანდატურებმა ჟურნალისტების დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაყვანა სწორედ მაშინ დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ მედიას დარბაზში ყოფნის უფლება აქვს. ამ დროს დაშავდა ტაბულას ჟურნალისტიც.

საქართველოს პარლამენტითიკო ერაძეჟურნალისტებზე ძალადობა

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 9 ივნისი, 2026 - 15:45შეიქმნება სამსახური, რომელიც გზაზე პირუტყვის გადასვლის პრევენციასაც უზრუნველყოფს
  • პარასკევი, 15 მაისი, 2026 - 18:46საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
  • ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2025 - 11:50კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
  • პარასკევი, 27 ივნისი, 2025 - 00:29კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
  • ოთხშაბათი, 14 მაისი, 2025 - 09:25სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 121 პირს ბრალდება წარედგინა, ნაწილს პატიმრობა შეეფარდა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 20:19

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 121 პირს ბრალდება წარედგინა, ნაწილს პატიმრობა შეეფარდა

ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების 8 წევრს პატიმრობა მიესაჯა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 20:09

ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების 8 წევრს პატიმრობა მიესაჯა

ვაზიანის აეროპორტი 2032 წელს უნდა შევიდეს ოპერირებაში - იოსელიანი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 18:53

ვაზიანის აეროპორტი 2032 წელს უნდა შევიდეს ოპერირებაში - იოსელიანი

პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 18:40

პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 17:31

სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
4NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕