ჩინეთი

ჩინეთის ბიბლიოთეკაში პარტიის კომუნისტური იდეოლოგიის საწინააღმდეგო წიგნები დაწვეს

Twitter/Michael Anti

ჩინეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეში განსუს პროვინციაში ჭენიუანის ბიბლიოთეკაში თანამშრომლებმა კომუნისტური პარტიისადმი გულწრფელობისა და იდეოლოგიური მხარდაჭერის დასამტკიცებლად ბიბლიოთეკის შესასვლელთან "არაკორექტული და რელიგიური შინაარსის" წიგნები დაწვეს.

მათ ამის ამსახველი ფოტოები და ოფიციალური განცხადებაც გაავრცელეს.

მათივე განცხადებიდან ვიგებთ, რომ წიგნების დაწვას განათლებისა და კულტურის ბიუროს მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ.

ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა წითელი ბანერიც გამოფინეს წარწერით "განათლების თემას მიჰყევი და მხარი დაუჭირე პარტიის თანმიმდევრულ და მკაცრ განვითარებას".

ჩინეთშიც კი, მათ შორის სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებულ სიახლეების სააგენტოებში, ამ საქციელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

ერთერთმა ჩინელმა ადვოკატმა ჩენ იოუსიმ მაღალჩინოსნებს მიმართა, რომ წიგნების დაწვა "უკან ისტორიაში აბრუნებთ" და ეს 60-იანი წლების კულტურულ რევოლუციას შეადარა. პოსტს რამდენიმე საათში ცეზურა დაადეს.  

პეკინის ერთერთი სიახლეების სააგენტო ამ შემთხვევაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით გამოვიდა. ცენზურა ამასაც შეეხო. 

გუშინ ჭენიუანის მთავრობაში განაცხადეს, რომ ინციდენტს გამოიძიებდნენ, თუმცა სხვა დეტალები უცნობია. 

ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული აქციების შემდეგ ოფიციალური პეკინი საგანმანათლებლო სივრცეებში კონტროლის მეტად გაზრდას გეგმავს. 

პეკინში მცხოვრებმა ისტორიკოსმა ჭან ლიფანმა თქვა, რომ ონლაინ სივრცეში გამოხატული აღშფოთება ქვეყნის შესახებ განათლებული ჩინელების შიშს გამოხატავდა - "ბრაზიბოლო რამდენიმე წელია გროვდება ინტელექტუალებისადმი გაზრდილი რეპრესიებისა და თავისუფალი სიტყვის მეტად შეზღუდვის გამო. ამ აღშფოთებამ გამოხატა ის, რაც უკვე წლებია გროვდება".

წელს ჩინეთში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პროფესორებმა, რომლებმაც ჰონგ-კონგის მომიტინგეების მიმართ სიმპატია გამოხატეს ან ჩინეთის მაღალჩინოსნები გააკრიტიკეს, სტუდენტებმა ისინი გაკიცხეს და "საჯაროდ შეარცხვინეს". გასულ წლებში აკადემიურ სივრცეებში პოლიტიკური მოსაზრებების გამჟღავნებისთვის პროფესორებს აქტიურად ათავისუფლებენ სამსახურიდან. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ონლაინ სიცრეში მომხმარებლებს ჩინეთში ძვ.წ. მე-3 საუკუნეში ჩინეთის ცინის დინასტიის პირველი იმპერატორის ცინ ში ხუან ტის ფენშუ ქენჟუს იგივე წიგნების დაწვისა და კონფუციანელი ინტელექტუალების ცოცხლად დაწვის პრაქტიკა მოაგონა. ნაწილს კი ნაცისტური გერმანიის დროს სტუდენტების მიერ დამწვარი წიგნები. ონლაინ განხილვისას არც ჩინეთის უახლესი ისტორია დაავიწყდათ, როდესაც მაო ძედუნის კულტურული რევოლუციის დროს წიგნებს წვავდნენ.

სოციალურ მედიაში წიგნების დაწვის ფაქტთან დაკავშირებით ძველ ჩინურ პოემებსაც იხსენებდნენ - "...ჩვენ დღეს კვლავინდებურად ვხედავთ იმ წლებს ცინის იმპერიისა".

კომენტარები