ტურიზმი საქართველოში

10 ქვეყანა, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ნოემბრის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, ტურისტული ნაკადის ზრდამ 10% შეადგინა, ასევე, გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტების და მოგზაურების რაოდენობაც.

ნოემბერში საქართველოს სულ 338 831 ტურისტი ეწვია. რაც შეეხება ჯამურად საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებს, ნოემბერში ასეთი 670,122 ვიზიტი შედგა.

ქვეყნების ათეული, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • სომხეთი — 116,712 ვიზიტი, ზრდა — 18%;
  • აზერბაიჯანი — 114,651 ვიზიტი, ზრდა — 8%;
  • რუსეთი — 82,029 ვიზიტი, კლება — 11%;
  • თურქეთი — 81,736 ვიზიტი, ზრდა — 25%;
  • საქართველო [არარეზიდენტი] — 40,245, ზრდა — 5%;
  • ისრაელი — 13,287 ვიზიტი, ზრდა — 36%;
  • უკრაინა — 13,000 ვიზიტი, ზრდა — 16%;
  • ირანი — 10,954 ვიზიტი, კლება — 33%;
  • ყაზახეთი — 9,214 ვიზიტი, ზრდა — 169%;
  • პოლონეთი — 4760 ვიზიტი, ზრდა — 80%.

კომენტარები