NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში აშშ-ის მიერ ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებების&დემოკრატიის კანონის მიღება აღნიშნეს

ხუთშაბათი, 28 ნოემბერი, 2019 - 17:31
tbl.ge/48j5
დაკოპირდა

ჰონგ-კონგში ათასობით მომიტინგე აშშ-ის მიერ ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კანონის მიღებას აღნიშნავს. დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ჰონგ-კონგის ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტს, რომელიც სენატმა გასულ კვირას მიიღო და მხარს უჭერს ჰონგ-კონგში მიმდინარე აქციებს. ჰონგ-კონგში ნახევარი წელია მილიონობით ადამიანი პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებს და დემოკრატიულ ცვლილებებს ითხოვს.

დღეს ჰონგ-კონგის ქუჩებში ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნი არაერთხელ გააჟღერეს. მომიტინგეებს ხელში ეკავათ აშშ-ის დროშები და პოსტერები წარწერით "მადლობა, ამერიკა!"; "თავისუფლება ჰონგ-კონგს! ჩვენი დროის რევოლუცია". ქალაქის ცენტრში შეკრებილებმა ჰონგ-კონგის ახალი, არაოფიციალური ჰიმნიც იმღერეს. 

Tweet

აშშ-ის მიერ მიღებული კანონი იძლევა ყოველწლიური შემოწმების საშუალებას, თუ რამდენად შეესაბამება ჰონგ-კონგის ავტონომია აშშ-სთან მის სპეციალურ სტატუსს. ამ სტატუსის ფარგლებში ამჟამად ჰონგ-კონგს აშშ-ის მიერ ჩინეთისათვის დაწესებული სანქციები არ ეხება. კანონის ფარგლებში პროტესტის დროს დაკავებულებს აშშ ვიზის მიღების საშუალებას მისცემს. კანონით შესაძლებელი იქნება ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰონგ-კონგში ძირითად თავისუფლებებს ზღუდავენ, შეზღუდვები დააწესონ - მათი ანგარიშები გაყინონ, აშშ-ში შესვლა აუკრძალონ და სხვ.

გარდა ამისა ტრამპმა ხელი მოაწერა მეორე კანონსაც, რომელიც ჰონგ-კონგის პოლიციისათვის ხალხის მასის კონტროლის იარაღის მიყიდვას კრძალავს, მათ შორის ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების.

"ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტზე პრეზიდენტ ტრამპის ხელმოწერით, შევიწროების პირისპირ ჩვენ ვაჩვენეთ ამერიკის მხარდაჭერა თავისუფლებისადმი. პეკინს არ შეუძლია მათი გაჩერება, ვინც დემოკრატიას ესწრაფვის და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ განგრძობად მხარდაჭერას თავისუფალი ჰონგ-კონგისთვის," - რესპუბლიკელმა სენატორმა კევინ მაკარტნიმ თვითერზე დაწერა.

ჰონგ-კონგელი ოპოზიციონერები და აქტივისტები ამბობენ, რომ აქ არ გაჩერდებიან და სხვა ქვეყნებსაც სთხოვენ მსგავსი კანონპროექტის მიღებას, რათა ჰონგ-კონგის მთავრობასა და ცენტრალურ, პეკინის მთავროაზე წნეხი გაზარდონ.

დღეს ერთერთ ოპოზიციონერს, ჯოშუა ვონგს ჰონგ-კონგში ადამიანის უფლებების საკითხზე იტალიის პარლამენტში LIVE Stream-ით მოუსმინეს - "ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტის ხელმოწერის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ საერთაშორისო ადვოკატირებას."

Tweet

კანონპროექტზე ხელმოწერისას ტრამპმა თქვა, რომ კანონს ხელი "პრეზიდენტ სი ძინპინის, ჩინეთის და ჰონგ-კონგის პატივისცემის" გამო მოაწერა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ აშშ-ს ბოროტი განზრახვა აქვს და საპასუხო ზომებს მიიღებდნენ.

ამ დრომდე უცნობი იყო მოაწერდა თუ არა ტრამპი კანონპროექტს ხელს, ვინაიდან ამჟამად აშშ ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებებს აწარმოებს. მიუხედავად ამისა, კანონს კონგრესში იმდენად ფართო მხარდაჭერა ჰქონდა, რომ პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში მის დაძლევას შეძლებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგის აქციები თავდაპირველად ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო, რაც რამდენიმე თვეში დაკმაყოფილდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. ისინი ახლა პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებს და ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაშალეს.

ჰონგ-კონგიაშშდონალდ ტრამპიკონგრესიაქცია ჰონგ-კონგშიჩინეთი

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026 - 13:27ჰონგკონგელ მედიამაგნატ ჯიმი ლაის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025 - 15:10ჰონგ-კონგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა
  • ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025 - 00:35ჰონგ-კონგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა
  • ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2025 - 17:41ჰონგ-კონგის ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 13 პირი ემსხვერპლა
  • პარასკევი, 1 ივლისი, 2022 - 12:37სი ძინპინი: ჰონგ-კონგის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" ფორმულა არ უნდა შეიცვალოს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:56

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:20

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:51

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა

15 ივლისის პირველ ნახევრამდე უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა - სააგენტო
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:18

15 ივლისის პირველ ნახევრამდე უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა - სააგენტო

საქართველოს 10 მედალოსანი პარალიმპიელი ჰყავს! BOG პარალიმპიური ნაკრების სპონსორია (რ)
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 18:54

საქართველოს 10 მედალოსანი პარალიმპიელი ჰყავს! BOG პარალიმპიური ნაკრების სპონსორია (რ)

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
5NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕