Netflix

Netflix-მა თავისი ფილმების საჩვენებლად ნიუ-იორკის უძველესი კინოთეატრი იქირავა

netflix

სკორსეზეს ფილმის გამოსვლამდე, სტრიმ სერვისმა Netflix ნიუ-იორკის უძველესი კინოთეატრი The Paris Theatre, რომელიც 2019 წელს დაიხურა, იქირავა. 

Netflix ამ კინოთეატრში საკუთარი მნიშვნელოვანი პროექტების ჩვენებას, ღონისძიებების მოწყობას და კინოგაქირავებას გეგმავს. როგორც ცნობილია, პირველი ფილმი, რომელიც  The Paris Theatre-ში გავა Marriage Story, სკარლეტ იოჰანსონისა და ადამ დრაივერის მონაწილეობით, იქნება. 

 სტრიმინგ სერვისმა კინოთეატრი 10 წლით იქირავა არა მხოლოდ ფილმების ჩვენებისთვის, არამედ სხვადასხვა კამპანიების ჩასატარებლად. მაგალითად, შესაძლებელი იქნება რეჟისორების რეტროსპექტივების ჩატარება, მათი ახალი სურათების სერვისზე გამოსვლასთან დაკავშირებით. 

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ კინოთეატრის ქირაობა  Netflix-ისთვის  თავისი ფილმების ოსკარის კამპანიებში ჩართვას ამარტივებს, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია კომპანიისთვის.  

 

 

კომენტარები