პროპორციული სისტემა

ჩუგოშვილი: ივანიშვილმა ორივე სხდომაზე თქვა - პირობა გვაქვს დადებული და უნდა შესრულდეს

ჩატარდა ორი უმრავლესობის სხდომა, ორივე უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა პოზიცია, რომ პირობა გვაქვს დადებული და ეს პირობა უნდა შეესრულდეს. მე უბრალოდ ვერ დავუშვი, რომ მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლებოდა, ასეთი შედეგი დამდგარიყო.

მე არ მინდა იმაში წასვლა და იმის ძიება, ეს ჩავარდა თუ ჩააგდეს, არ აქვს ამას მნიშვნელობა, შედეგი დადგა და ეს შედეგი არის დამაზიანებელი შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის და იმიჯისთვის და არის დამაზიანებელი ცუდი პროცესებისთვის სათავის დამდები

ყოფილი ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი TV პირველის ეთერში. მან ქართული ოცნება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გამო დატოვა.

კომენტარები