საქართველოს პარლამენტი

თალაკვაძე: პარლამენტმა მუშაობა განაახლა, რაიმე ტიპის ბლოკირებით ხელს ვერავინ შეუშლის

https://www.facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial/

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა განაახლა. არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ გრძელდება მუშაობა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საშემოდგომო სესიაზე უნდა იყოს მიღებული, მათ შორის, მიწის რეგისტრაციის ინიციატივა, ასევე, 2020 წლის ბიუჯეტი.

"პარლამენტის საქმიანობას ხელს კანონდარღვევით და რაიმე ტიპის ბლოკირებით ხელს ვერავინ შეუშლის და პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეებს", - დასძინა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პლენარული სხდომა დაგეგმილია მომავალ კვირას და "ის ჩატარდება ჩვეულებრივად".

მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი ჩააგდო, პარლამენტთან საპროტესტო აქციები განახლდა. ოპოზიციამ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინა. 18 ნოემბერს ხელისუფლებამ დემონსტრანტები სპეცრაზმის გამოყენებით დაშლა.

აქტივისტების დაშლის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაატარა. მას ხელში ის ჯაჭვი და ბოქლომი ეჭირა, რომლითაც დემონსტრანტებმა პარლამენტის შესასვლელი კარების ბლოკირება მოახდინეს.

კომენტარები