საპროტესტო აქცია პარლამენტთან

ხაზარაძე: მოვუწოდებ სხვა პარტიებს ყველა ნაბიჯი შეათანხმონ ჩვენთან, სიურპრიზები არ იყოს

პროტესტი იქნება ძლიერი, იქნება კანონის ფარგლებში. მოვუწოდებ სხვა პარტიებს ყველა ნაბიჯი შეათანხმონ ჩვენთან, ისევე როგორც სხვა პარტიებთან, სიურპრიზები არ იყოს. უნდა იყოს მძლავრი პროტესტი კანონის ფარგლებში. ეს არის ჩვენი პოზიცია. ჩვენი პოზიცია არის პროპორციული არჩევნების დაბრუნება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად. მოვუწოდებ ყველა დიპლომატს და ელჩს ჩაერიონ, რომ დაბრუნდეს კანონი პარლამენტში და მივიღოთ ის, რაც გვეკუთვნის.

მოძრაობა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა.

კომენტარები