პროპორციული სისტემა

ჩუგოშვილი: უმრავლესობაში ბევრი ადამიანია, ვისთვისაც კენჭისყრის შედეგები ძალიან მძიმე იყო

სამომავლო გეგმების დასალაგებლად მე და ჩემს კოლეგებს გვჭირდება დრო. მე ჯერჯერობით ამაზე საუბრისგან თავს ვიკავებ, იმიტომ რომ მჭირდება მეტი კონსულტაციები ჩემს კოლეგებთან. ბევრი დრო არ დაჭირდება უახლოეს მომავალში ინფორმაცია გექნებათ.

უმრავლესობაში არის ბევრი ადამიანი, რომლისთვისაც გუშინდელი კენჭისყრის შედეგები იყო ძალიან მძიმე. რომლებიც ძალიან პრინციპულად უჭერდნენ მხარს საარჩევნო სისტემის შეცვლას და შესაბამისად, მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო ის სშედეგი, რაც ტაბლოზე გამოჩნდა. საარჩევნო სისტემის შეცვლა ჩემი აზრით, ქვეყანაში განაპირობებდა სხვაგვგარ პოლიტიკურ პროცესებს და სხვაგვარი პოლიტიკის განვითარებას და მე ეს მიმაჩნდა ძალიან მნიშვნელოვნად.

მთელი ამ თვეების განმავლობაში, პირადად ჩემი პასუხიმგებლობა იყო, რომ ჩვენი პარტნიორებისათვის, როგორც აშშ-ში, ასევე ბრიუსელში, სტრასბურგში, სხვადასხვა დედაქალაქებში ამეხსნა და გადამეცა ინფორმაცია, რომ ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ უკვე, რას ნიშნავდა ეს პოლიტიკური ველის განვითარებისთვის ქვეყანაში და მე თვითონ შევქმენი ეს ძალიან მაღალი მოლოდინები, იმიტომ რომ პარტიას უკვე ეს განცხადება გაკეთებული ჰქონდა.

უმრავლესობის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი საუბრობს მის გადაწყვეტილებაზე. ჩუგოშვილმა გუშინ უმრავლესობა დატოვა, მას შემდეგ რაც პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კანონპროექტი ჩააგდო.

კომენტარები