თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, კაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. შსს საქმეს ორი მუხლით იძიებს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.