ღვინის ფესტივალი

ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი გაიმართება

https://allwine.ge/

24 ნოემბერს, ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი "დია" გაიმართება. 

სამეგრელო- ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალი სკეიტ პარკის ტერიტორიაზე გაიმართება და მასზე უძველესი მეგრული ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია მოხდება. 

მათივე ცნობით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან. გამოვლინდება და დაჯილდოვდება სამი საუკეთესო ღვინო.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალში მეღვინეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები. 

გარდა ამისა, ფესტივალზე იტალიელი მოგზაურის კრისტოფორო დე კასტელის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა, რომელიც მე-17 საუკუნის სამეგრელოს ყოფას ასახავს. ამასთან, წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, ჩატარდება მასტერკლასები, გამოიფინება აგროტექნიკა. 

კომენტარები