თბილისის ქუჩები, რომლებსაც 11 ნოემბერს წყალმომარაგება შეუწყდება

დღეს, 11 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება. GWP-ის ცნობით, მიზეზი ტექნიკური სამუშაოები და წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციაა.

საბურთალოს რაიონი

11:00-დან 16:00 საათამდე, დიდ დიღომში წყალმომარაგება შეუწყდება: ნესტან დარეჯანის, ვეფხისტყაოსნის, დავარის, ასმათის, ნინო ორბელიანის, რამაზის, ფატმანის ქუჩებს

ვაკის რაიონი

09:50-დან 16:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ვაჟა-ფშაველას V კვარტალს, მინდელის ქუჩას;

მთაწმინდის რაიონი

09:15-დან 16:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: წავკისის, ოქროყანის ქუჩებს, ამაღლების ქ. N 43-დან N 47-ის ჩათვლით.

სამგორის რაიონი

08:45-დან 16:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ლორთქიფანიძის ქუჩაზე მდებარე კერძო ობიექტებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და შეეცდება, ტექნიკური სამუშაოები რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს" - აცხადებს კომპანია.

კომენტარები