გია ვოლსკი

ვოლსკი: კიდევ ერთი პოზიტივი - მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესი იმოქმედებს უვადოდ

კიდევ ერთი პოზიტივი: დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში მიწის დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებდა, ახალი ინიციატივის თანახმად ზოგადი წესი იმოქმედებს უვადოდ. ამ პროცედურას საჯარო რეესტრი განახორციელებს კვლავ ერთი ფანჯრის პრინციპით და 2022 წლის პირველ იანვრამდე იქნება უფასო. 2021 წლის პირველ იანვრამდე მიწის დაკანონება არ მოახდენს გავლენას იმ ოჯახების სარეიტინგო ქულებზე, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას

დეპუტატი ქართული ოცნებიდან, გიორგი ვოლსკი ეხმაურება იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, რომლის მიხედვით, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს, გახდება მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ.

კომენტარები