რუსული ოკუპაცია

გერმანიის ელჩი: საზღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს

"კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ: საზღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს", - გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამშვები პუნქტის ჩაკეტვას ეხმაურება.

"ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად გვესმის, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყებები მძიმე სამედიცინო შემთხვევების დროსაც კი მოქალაქეებს ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთას უკრძალავენ. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ნათელი ხდება ე.წ."ბორდერიზაციის" ჰუმანიტარული შედეგები. კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ: საზღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს", - წერია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ გამშვები პუნქტი 2 თვეზე მეტია ჩაკეტილია. საოკუპაციო რეჟიმმა და დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაბის შესასვლელი 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ჩაკეტა. მისი გახსნა 6 სექტემბერს იგეგმებოდა, თუმცა ეს პირობა ამ დრომდე არ შესრულებულა.

კომენტარები