ჩვენ არ გვისაუბრია სინოდის თაობაზე, ეს იყო საუბარი იმაზე, რანაირად ხედავს პატრიარქი მომავალს და დავინახე, რომ ნათლად ხედავს მომავალს. დავინახე, რომ ბუნებრივია, მისთვის მძიმეა, ასეთი კიდევ ერთხელ დანახვა ადამიანური დაცემის, რომელიც მე დავინახე ამ განცხადებებში, იმიტომ, რომ ეს არის მისი სამწყმსო, მაგრამ მას აქვს მომავლის ძალიან ნათელი ხედვა, კიდევ ერთხელ გაიარა მან, ის რაც მას უპირისპირდებოდა ბევრი წლის განმავლობაში
საქართველოს საპატრიარქო
"პატრიარქს აქვს მომავლის ძალიან ნათელი ხედვა" - მარგველაშვილი ილია II-სთან შეხვედრის შემდეგ
tbl.ge/454r
დაკოპირდა

ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პატრიარქს შეხვდა. ცნობისთვის, დღეს სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა. მეუფე პეტრე ამბობს, რომ მან სინოდის სხდომის ხვალ გაგრძელება ითხოვა, რათა მოწმეები მიეყვანა, თუმცა, უარი მიიღო.
ამავე თემაზე
- დეკანოზი ანდრია: მაკვირვებს პრეზიდენტის სტატუსის პათოსი, ჩემს კომენტარში განწყობა არ ყოფილა
- პრეზიდენტი დეკანოზ ანდრიაზე: სპიკერმა უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს პატრიარქი და პრეზიდენტი
- "შეხვედრები ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება" – ზურაბიშვილის და პატრიარქის შეხვედრა არ შედგა
- საპატრიარქო: 4 ივნისს სვეტიცხოველში ერეკლე მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულება
- ილია II ემიგრანტებს: სამშობლოს უყვარხართ, წყალობის გამცემი ხელი ცარიელი არასდროს დარჩება