NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ერაყი

ერაყში მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე კიდევ 40 ადამიანი დაიღუპა

შაბათი, 26 ოქტომბერი, 2019 - 13:24
tbl.ge/44kq
დაკოპირდა

ერყში ბაღდადში მიმდინარე მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა. მომიტინგეთა და სამართალდამცავათა შორის შეტაკება მოხდა.

გუშინ დილიდან თაჰრირის მოედანზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ თავდაპირველად მთავრობის შენობებში შესვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა ისინი ცრემლსადენი გაზით შეაჩერეს.

ადგილობრივი რეპორტიორების ინფორმაციით, დაღუპულთაგან ნახევარი მაშინ მოკლეს, როდესაც მომიტინგეები პოლიციის და მთავრობის შენობებს უტევდნენ. სამართალდამცავები ადასტურებენ, რომ ორი მომიტინგე ცრემლსადენი გაზის ქილის მოხვედრის შედეგად დაიღუპა.  

პროტესტი ერაყის სხვა ქალაქებშიც გრძელდება - დჰი კარის პროვინციაში 3000 მომიტინგე მთავრობის შენობაში შეიჭრა; მაისანის პროვინციაში პოლიციამ მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 6 ადამიანი დაშავდა; მუტანას პროვინციაში მომიტინგეებმა შიიტურ პოლიტიკურ პარტიის ოფისში ხანძარი გააჩინეს; ერაყის რამდენიმე სამხრეთ პროვინციაში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 

საპროტესტო გამოსვლები ერაყში სპონტანურად, პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერის გარეშე 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. პროტესტი ცხოვრების პირობების გაუარესებას, უმუშევრობას, კორუფციას და საჯარო სერვისების გაუმართაობას მოჰყვა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი ახალგაზრდა და დაუსაქმებელი მოქალაქეები არაინ. ისინი სამართალდამცავების გადამეტებული ძალის გამოყენებასაც აპროტესტებენ.

მიმდინარე თვის დასაწყისში აქციებს 149 მოქალაქის და 8 სპეცრაზმელის სიცოცხლე შეეწირა. აქციებზე, სულ მცირე, 2000 ადამიანი დაშავდა. 

პრემიერმინისტრმა აბდელ აბდულ მაჰდიმ სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ მოსახლეობის იმედგაცრუება ესმის, თუმცა ერაყის პრობლემებისთვის მაგიური გამოსავალი არ არსებობს. მან რეფორმების გატარების პირობა დადო, თუმცა მომიტინგეთა დიდი ნაწილი მის სიტყვას არ ენდობა. 

მთავრობამ განცხადება გაავრცელა, რომ სამართალდამცავებმა გადამეტებული ძალა გამოიყენეს. 

ეს პირველი მსგავსი გამოცდაა პრემიერმინისტრ მაჰდისათვის, რომელიც შიიტურმა პარტიებმა გასულ წელს დანიშნეს.

ირანელი სასულიერო პირები არეულობაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ამით მათ შიიტების პილიგრიმობისათვის ხელის შეშლა სურთ.

ერაყიბაღდადიახლო აღმოსავლეთიაქცია ერაყში

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 17 ივლისი, 2025 - 10:41ერაყის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 50 ადამიანი ემსხვერპლა
  • ხუთშაბათი, 11 ივლისი, 2024 - 14:23ერაყის სასამართლომ ISIS-ის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ქვრივს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
  • კვირა, 28 აპრილი, 2024 - 01:47ერაყში ერთნაირსქესიან ურთიერთობებს 15 წლით პატიმრობით დასჯიან
  • ხუთშაბათი, 8 თებერვალი, 2024 - 01:11აშშ-ს იერიშს ბაღდადში კათაიბ ჰეზბოლას ლიდერი ემსხვერპლა
  • პარასკევი, 5 იანვარი, 2024 - 20:06ერაყის მთავრობა: აშშ-ს საბრძოლო მისიას ქვეყანას დავატოვებინებთ

კომენტარები

ბოლო სიახლეები

CENTCOM: ირანის წინააღმდეგ, ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების საპასუხოდ, იერიშების სერია დავიწყეთ
ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026 - 01:41

CENTCOM: ირანის წინააღმდეგ, ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების საპასუხოდ, იერიშების სერია დავიწყეთ

თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026 - 00:30

თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა

ტრამპი თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს, ხოლო F-35-ების მიყიდვას განიხილავს
სამშაბათი, 7 ივლისი, 2026 - 23:54

ტრამპი თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს, ხოლო F-35-ების მიყიდვას განიხილავს

"ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით" – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა
სამშაბათი, 7 ივლისი, 2026 - 23:13

"ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით" – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა

თბილისის აეროპორტის ნაწილი დაიტბორა, შეწყდა ელექტროენერგიაც (VIDEO)
სამშაბათი, 7 ივლისი, 2026 - 22:37

თბილისის აეროპორტის ნაწილი დაიტბორა, შეწყდა ელექტროენერგიაც (VIDEO)

ყველაზე კითხვადი

მამა ანდრიას თქმით, ევროპარლამენტის "უნიათობით" ქვეყანაში ანტიევროპული განწყობები მატულობს
1მამა ანდრიას თქმით, ევროპარლამენტის "უნიათობით" ქვეყანაში ანტიევროპული განწყობები მატულობს
2"მანქანა გამიჩერდა. ავზი ნულზეა" - ვოლოგდის გუბერნატორი
3დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
4ჰიპერი: ისტორიის გადაწერის მცდელობაა, თითქოს ევროკავშირი ბელარუსს ომში ითრევს
5თავმჯდომარეობას აქვს სხვა ბევრი ისეთი ტვირთი, რომელიც მე არ შემიძლია - ჟორჟოლიანი

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

ხამენეი თვითმარქვია ავტორიტეტია და შიიტს მისი მორჩილება არ მოეთხოვება
სარდური ურარტაძე
ხამენეი თვითმარქვია ავტორიტეტია და შიიტს მისი მორჩილება არ მოეთხოვება
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში